fbpx

ესაა ქართველი ხალხის ფეხზე დაკიდება, ეტყობა საფრანგეთის პრეზიდენტს ცუდი მრჩევლები ყავს-შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის  საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოს მინიჭებას ეხმიანება.

როგორც ნათელაშვილი აცხადებს, როგორც ჩანს, საფრანგეთის პრეზიდენტს ცუდი მრჩევლები ყავს, თუმცა ამაშიც ხალხის მილიონებია გადახდილი.

“ესაა ქართველი ხალხის ფეხზე დაკიდება.ამაშიც ჩვენგან მოპარული მილიონებია გადახდილი. ეტყობა საფრანგეთის პრეზიდენტს ცუდი მრჩევლები ყავს. თუმცა მთლად საკვირველიც არაა, სწორედ ასე აჯილდოვებდა პარიზი 90-იან წლებში ცენტრალური აფრიკის დიქტატორ– იმპერატორ ბოკასას, რომელიც ასევე მათი მოქალაქე იყო და რომელიც შემდგომში – კაციჭამია გამოდგა პირდაპირი გაგებით.

სანამ ასეთ ჩვენი ერისთვის შეურაცმყოფელ და ტირანის გადასარჩენ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ბატონ მაკრონს ერჩივნა ეკითხა პუტინისათვის, თუ რატომ არ სრულდება 2008 წლის ხელშეკრულება, დადებული საფრანგეთის შუამავლობით, საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით, რომლის შესრულებაზეც სწორედ პარიზია პასუხისმგებელი,”- აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი მიენიჭა. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიანიჭა.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია