fbpx

ერთ სასტუმროში კი არა, ერთ საწოლში გვეძინა ჩახუტებულებს- სააკაშვილი

ერთ სასტუმროში კი არა, ერთ საწოლში გვეძინა ჩახუტებულებს და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ. აი, რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე? გიორგი გახარიაზე სერიოზულად როგორ ვთქვა?!

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი TV პირველის კითხვაზე, ვაშინგტონში ვიზიტისას, შეხვდა თუ არა ის ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას. 

რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი და გიორგი გახარია ერთმანეთს, სავარაუდოდ, შეხვდნენ. მათივე ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობისა და პარტია საქართველოსთვის დელეგაციები ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია