fbpx

ერთი იუდა ყველა გუნდშია და არაფერი გასაკვირი არ არის – ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიას შესახებ

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მისი წინამორბედის, გიორგი გახარიას შესახებ საუბრობს და მას “შეცდომას” უწოდებს. “ღამის კურიერის” ეთერში პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ის, რაც გიორგი გახარიამ გააკეთა, ღალატი იყო და მისი ამ გადაწვეტილებით პირველ რიგში საკუთარი თავი და გუნდი დააზიანა. 

“გიორგი გახარია არის შეცდომა, მე თუ მკითხავთ და ძალიან სამწუხაროა. მე ადრეც ვთქვი და მინდა გავიმეორო, ეს კაცი იყო არავინ, ჩამოვიდა 2012 წლის არჩევნების შემდეგ, გია ხუხაშვილმა გაუწია რეკომენდაცია და მაშინ დაინიშნა ჯერ ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ ეკონომიკის მინისტრად, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრად და შემდეგ პრემიერ-მინისტრად. ეს ყველაფერი ხდება რა თქმა უნდა, პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ნდობით, ამხელა ნდობა გამოუცხადა კაცმა და ეს არავინ აქცია კაცად. ჩააცვეს, დაახურეს, კაცად აქციეს, მთელი გუნდი გადაეფარა მას, გადაარჩინეს და ამ დროს ასეთი ღალატი ჩაიდინა. ეს შეფასება პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა, ეს ჩვეულებრივი ღალატია, სხვა არაფერი არ შეიძლება უწოდო ამას.

ეს ნორმალურია, ერთი იუდა ყველა გუნდშია და არაფერი გასაკვირი არ არის ადამიანისთვის, ამის მაგალითები უამრავი არსებობს, ყველა ქვეყანაში, ყველა გუნდში, ყველა ორგანიზაციაში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მან საკუთარ თავს გაუკეთა პირველ რიგში ცუდი საქმე და რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვაზიანა, გუნდი დააზიანა და მან უღალატა გუნდს და სახელმწიფოს უღალატა პირველ რიგში, როცა მან კანონის აღსრულებაზე თქვა უარი და გადაეფარა ნიკა მელიას, მოძალადე კაცს, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას, კანონს, სახელმწიფოს და ამ აღსრულების წინააღმდეგ წავიდა და გადადგა. ამის ანალოგია არ მოიძებნება ალბათ მსოფლიოში.

ჩემთვის გახარია დამთავრებულია, ახლა წავიდა მერის არჩევნებში, იცის, რომ კახი კალაძე იმარჯვებს პირველივე ტურში ყველა გამოკვლევით და ალტერნატივა არ აქვს კახას. მავნებლურად წავიდა და დააყენა საკუთარი კანდიდატურა იმის გამო, რომ იქნება თეორიულად მეორე ტურის ალბათობა გაზარდოს,“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება