fbpx

ერთი და იგივე ამოცანის შესრულება ჩვენმა სამართალდამცავებმა გაცილებით უკეთესად მოახერხეს, ვიდრე ამერიკელმა კოლეგებმა-მირიან ყარაულაშვილი

ანალიტიკოსი მირიან ყარაულაშვილი,სოციალურ ქსელში წერს:

– მთელი საღამო და ღამე ვუყურებდი პირდაპირ ეთერებს კაპიტოლიუმიდან გუშინწინ… არ დარჩენილა ალბათ კუთხე-კუნჭული კონგრესის შენობისა, სადაც რომელიღაც ობიექტივმა არ “შეიჭყიტა”…

ის, რაც უკვე სენატის სხდომათა დარბაზში ხდებოდა, თითქმის ზუსტი ასლი იყო იმისა, რაც 2003 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოხდა, ერთი მცირე განსხვავებით , რომ გუშინ აშშ სენატის თავმჯდომარის მაგიდაზე შიმპანზეს პოზაში არ ხტოდნენ ვინმე კეზერაშვილი და ვინმე გია ნაცვლიშვილი , როგორც ეს მათ გააკეთეს 17 წლის წინ საქართველოს პარლამენტში!…

… სამწუხაროდ , კონგრესის შენობის შტურმს მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი, დღეს კიდევ ერთი გარდაცვლილი პოლიციელი დაემატა ამ რიცხვს და ბოლო ცნობით უკვე ხუთი ადამიანი გამოესალმა სიცოცხლეს ამ პროცესებში, არიან მძიმედ დაჭრილები , კრიტიკულ მდგომარეობაში …

არადა, მაინცდამაინც ზედმეტად აგრესიულები და შტურმისთვის წინასწარ მომზადებულები არ ჩანდნენ შენობაში შეჭრილი ხალხი, თუმცა როგორც აღმოჩნდა, რამოდენიმე კაცი შეიარაღებულიც ყოფილა.

რატომ დამჭირდა ამ ყველაფრის კიდევ ერთხელ გახსენება და აქ დაწერა???

– იმიტომ, რომ 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობაზე გაცილებით აგრესიულმა , ორგანიზებულმა, წინასწარ ფიზიკურად ნავარჯიშებმა და უკეთესად შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა მიიტანეს არაერთგზის იერიში და არა მხოლოდ შტურმის სახით; ყველას გვახსოვს სამართალდამცავების მიმართ დაუნდობელი აგრესია და მათი სასიკვდილოდ დაზიანების შეგენბულად მისაყენებლად მოქნეული წინასწარმომზადებული რკინის(არმატურის) კეტები, ბეისბოლის ბიტები, საპოლიციო ხელჯოხები, ელექტროშოკერები და ბოლოს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებიც…

უფრო მომზადებული და ორგანიზებული შტურმი განხორციელდა 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების ღამეს ცესკო-ს შენობაზე; ამ შემთხვევაშიც შტურმში მონაწილეობდა რამოდენიმე ასეული წინასწარ მომზადებული, ფიზიკურად და მორალურად გაწვრთნილი , სპეცსაშუალებებით აღგზნებული ბრბო, რომელთა მიზანი ერთი იყო- ცესკოს შენობაში შეჭრა და იქიდან არჩევნებში მონაწილე ბიულეტენების გატაცება და განადგურება, რაც , საბედნიეროდ ვერ მოახერხეს და ამჯერად გადავრჩით ძალიან დიდ სამოქალაქო შეიარაღებულ დაპირისპირებასა და უამრავ ადამიანურ მსხვერპლს!!!

ამ ორივე თავდასხმის უმაღლეს პროფესიონალურ დონეზე , ფილიგრანულად მოგერიება შესძლო საქართველოს შესაბამისმა სახელისუფლებო დანაყოფებმა, როგორც ჩანს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმებმა და პოლიციის განწესებმა!

მათ ამის გაკეთება შეძლეს აბსოლუტური სიზუსტითა და პროფესიონალიზმით, იმდენად ფილიგრანულად, რომ არც თავდამსხმელთა მხრიდან და არც სამართალდამცავთა მხრიდან სერიოზული მსხვერპლი და დაზიანებები არ ყოფილა, გარდა ერთი უბედური შემთხვევისა ახალგაზრდა გოგონას თვალის სრულად დაზიანების სახით.

შემიძლია სრულიად სუფთა სინდისით ვამტკიცო, რომ ერთიდაიგივე სიტუაციაში, შედარებით უფრო მძიმე პირობებში ერთიდაიგივე ამოცანის შესრულება საქართველოს სამართალდამცავებმა გაცილებით უკეთესად, სწრაფად და ხარიასხიანად მოახერხეს, ვიდრე იგივე ამოცანის შესრულება მათივე ამერიკელმა კოლეგებმა!!!

ამისათვის კი პირადად ჩემი დიდი მადლიერება მათ – თვითოეულ რიგითს, ოფიცერსა თუ მეთაურს , განსაკუთრებული მადლობა შსს მინისტრს, სდსს-ს დირექტორს!!!

აშკარაა- ჩვენები უკეთესები არიან!!!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება