fbpx



ელენე ლოლაძე: ვალდებული ვარ, ეს ამბავი საჯარო გავხადო

ქართველი კიკბოქსიორი ელენე ლოლაძე სოციალურ ქსელში თორნიკე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა. ლოლაძე წერს, რომ საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თავის დროზე მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად სოლიდური ფინანსური რესურსით დაეხმარა.

„რა თქმა უნდა, ყველას საკუთარი აზრი აქვს თორნიკეს ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა მე თავს ვალდებულად ვგრძნობ, მას მხარი დავუჭირო და სიკეთე, რომელიც პირადად მე და ჩემ მწვრთნელს გაგვიკეთა, გავასაჯაროვო – მიუხედავად იმისა, რომ ეს ეწინააღმდეგება მის სურვილს,” – წერს ელენე ლოლაძე ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში.

‘ერთადერთი თხოვნა, რაც ჰქონდა, იყო ის, რომ ეს ამბავი საიდუმლოდ დაგვეტოვებინა’

“მსოფლიო ჩემპიონატზე წასასვლელად ფინანსების არარსებობის გამო ჩემი მწვრთნელი აქტიურად ეძებდა სპონსორს. ბევრი დიდი კომპანიის დირექტორს თუ მარკეტინგის უფროსს შეხვდა, თუმცა ამაოდ. ამის შესახებ სრულიად შემთხვევით გაიგო თორნიკემ, რომ ვიღაც ქართველ სპორტსმენს ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებოდა. არც კი უკითხავს ვის, როგორ. სრულად დაგვიფინანსა ჩემი და ჩემი მწვრთნელის ხარჯები აღნიშნულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რაც ნამდვილად არ იყო პატარა თანხა თუნდაც მისთვის და ერთადერთი თხოვნა, რაც ჰქონდა, იყო ის, რომ ეს ამბავი საიდუმლოდ დაგვეტოვებინა. ასე რომ, ამ ყველაფრის მერე ძალიან რთულია იმის თქმა, რომ თორნიკე შენგელია პატრიოტი არ არის!“ – წერს ელენე ლოლაძე.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია