fbpx



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან კელი დეგნანთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ესტუმრა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან კელი დეგნანთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ესტუმრა.

შიდა ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ ტურში ასევე მონაწილეობდნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი ქალები.

ვიზიტის ფარგლებში კელი დეგნანი ზუგდიდში, ბესო ჭითანავას საოჯახო სამზარეულოს სტუმრობდა, სადაც ადგილზე გაეცნო სამეგრელოს რეგიონის უნიკალურ ტრადიციებსა და მეგრულ კერძებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სტუმრობისას ელჩმა ასევე დაათვალიერა ენგურის ჰიდროელექტროსადგური და რეგიონის სხვა ღირსშესანიშნაობები. სვანეთში მათ მოინახულეს მესტია, იფარი და უშგული, წმინდა გიორგისა და ლამარიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები, ადგილობრივი მუზეუმი და სხვა ღირსშესანიშნაობები.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია