fbpx

ეკა სეფაშვილი: „ხალხის ძალის“ კანონპროექტის პირველივე მუხლში აღნიშნულია, რომ ის არავის საქმიანობას არ ზღუდავს – ეს დოკუმენტი გაცილებით ლმობიერია, ვიდრე აშშ-ში მოქმედი კანონი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი აშშ-ის კანონმდებლობაზე დაყრდნობით შემუშავდა, – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი. 

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ დაინიცირებული დოკუმენტი არავის საქმიანობას არ ზღუდავს და ამერიკულ კანონმდებლობაზე ლბობიერიცაა. 

„ხალხის ძალამ“ დააინიციირა კანონპროექტი, რომელიც საქართველოში მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და ექსპერტის საქმიანობის გამჭვირვალობის საკითხს ეხება. აღნიშნული დოკუმენტი შევიმუშავეთ აშშ-ის კანონმდებლობაზე დაყრდნობით, რომელიც 1938 წელს მიიღეს და დღემდე საკმაოდ წარმატებულად მოქმედებს. ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი მიზნად ისახავს, რომ გამჭვირვალე იყოს ყველა იმ  აქტორის საქმიანობის დაფინანსების წყარო, რომელიც საქართველოს საზოგადოების აზრის ფორმირებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს. კანონის პირველივე მუხლში აღნიშნულია, რომ  ის არავის საქმიანობას არ ზღუდავს. ჩვენი კანონი გაცილებით უფრო ლმობიერია და ნაკლები დეტალის გასაჯაროებას ითხოვს, ვიდრე აშშ-ში მოქმედი კანონი. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვითხოვთ სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში რეგისტრირებას, თუ მისი შემოსავლის 20 და მეტი პროცენტი ფინანსდება უცხოეთიდან. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ და, თანამედროვე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული, უცხო, მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მიერ, იგივე რუსეთისგან დაფინანსებული გარკვეული ძალების მოქმედებას ჰქონდეს ადგილი საქართველოში. ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ  საქართველოში მოქმედი ძალების დაფინანსების წყაროები“, – აცხადებს ეკა სეფაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება