fbpx

ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალური საკითხების, ჯანმრთელობის დაცვისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის სხდომაზე ანგარიშს წარადგენს

პარიზში, დღეს გაიმართება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალური საკითხების, ჯანმრთელობის დაცვისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის შეხვედრა, რომელსაც დაესწრება საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ეკა სეფაშვილი.

დეპუტატი აღნიშნული კომიტეტის ძირითადი წევრი და ერთ-ერთ მიმდინარე ანგარიშზე მომხსენებელია. კომიტეტის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად განიხილება თემები და ანგარიშები „ხანგრძლივი კოვიდის“, უკრაინელი ბავშვების, მომავალ თაობათა ადამიანის უფლებების შესახებ. დღის წესრიგშია ასევე ანგარიში ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის შესახებ. ამ უკანასკნელზე მომხსენებელია ეკა სეფაშვილი, რომელიც კომიტეტის წევრებს ანგარიშს წარუდგენს და სიტყვით მიმართავს, რასაც მოჰყვება თემაზე დისკუსია. 4 ივნისს, ვიზიტის დასასრულს, ეკა სეფაშვილი მონაწილეობას მიიღებს ჯანსაღი გარემოს საკითხებზე კონტაქტ-პარლამენტართა კავშირის შეხვედრაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება