fbpx

ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა რეიკიავიკის დეკლარაციის განხორციელების მიზნით მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველს კარლო მონტიჩელისა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს სტეფანია ბაცონის შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო ბანკის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანგარიშის „ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი: რეიკიავიკის დეკლარაციის განხორციელება” მომზადება, რომელიც ეკა სეფაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სოციალური საკითხების, ჯანდაცვის და მდგრადი განვითარების კომიტეტზე წარადგინა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ბანკის საქმიანობის საკითხები და რეიკიავიკის სამიტის დეკლარაციის განხორციელების მიზნით მიმდინარე პროექტები, რომელთა შორისაა უკრაინის რეკონსტრუქციის გეგმები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება