fbpx

ეკა სეფაშვილი არ გამორიცხავს, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით სამუშაო პროცესში ოპოზიციამ კვლავ პრობლემები შექმნას

„ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი არ გამორიცხავს, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით სამუშაო პროცესში ოპოზიციამ კვლავ პრობლემები შექმნას. ამის შესახებ დეპუტატმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

„გეგმის მიხედვით ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ყველანაირი ფორმატი არის შექმნილი. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. თუმცა ჩვენ გასული წლის გამოცდილებიდან ვიცით, რომ მათ არამც თუ მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრებში, არამედ პირიქით – ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ამ მუშაობაში. არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი ქმედებები ახლაც იყოს“, – აღნიშნა სეფაშვილმა.

ხვალ პარლამენტი ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ცხრა პუნქტზე მუშაობას დაიწყებს. მხარეები ჯერ სამუშაო ფორმატზე შეთანხმდებიან. შეხვედრას უმრავლესობასთან ერთად ოპოზიცია და მესამე სექტორი უნდა დაესწროს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება