fbpx



,,ევროპის ქართული ცენტრი“ ამჯერად წარმოგიდგენთ ქართველ ემიგრანტს დალი ხოხობაშვილს

,,ევროპის ქართული ცენტრი“ ამჯერად წარმოგიდგენთ ქართველ ემიგრანტს დალი ხოხობაშვილს. ქალბატონი დალი გამორჩეული პროფესიონალია ამერიკის შეერთებულ შტატებში თორმეტწლიანი გამოცდილებით, ამერიკული საუნივერსიტეტო განათლებით. ის ფედერალური ლიცენზიით გადასახადების დარგის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია. ქალბატონი დალი ბოლო ოთხი წელია, ეხმარება ქართულ ემიგრაციას პერსონალური და ბიზნესის გადასახადების დეკლარაციების მომზადებაში. ყოველთვის მზადაა უფასოდ გაუწიოს სატელეფონო თუ კონტაქტური მაღალკვალიფიციური კონსულტაცია ქართველი ემიგრანტების ბიზნესებსა და ოჯახებს, მისცეს სწორი ინფორმაცია აშშ-ში სახელმწიფოსთან ურთიერთობაზე, რათა მომავალში არ შეექმნეთ საგადასახადო პრობლემები და გაუადვილდეთ ადაპტაცია. აშშ-ში საფინანსო-საგადასახადო და სამართლებრივი ინფორმაცია ქართულ ენაზე ყველაზე მეტი მოცულობით ქალბატონი დალის მიერაა დამუშავებული და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ქართველისათვის.

სახელი, გვარი: დალი ხოხობაშვილი

დაბადების ადგილი: ახმეტის რაიონი, სოფელ მატანი
განათლება: 1998 წელი, ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, კომერცია- მარკეტინგის ფაკულტეტი;
2000 წელი, მაგისტრის დიპლომი, ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი;
2003 წელი, ასპირანტურა;
2006 წელი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი;
2012 წელი, ბაკალავრის დიპლომი, აშშ, ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი (SUNY, Empire State College), ფინანსების მართვისა და აუდიტის სპეციალობით.

ამჟამინდელი მისამართი: აშშ, ნიუ იორკის შტატი, ბრუკლინი.

დასაქმების პროფილი და შრომითი გამოცდილება:
• 2008-2014 წლები _ ბრუკლინში, ნიუ იორკში არსებულ კერძო კომპანიაში მენეჯერი და უფროსი სპეციალისტი აშშ-ს ოჯახებისა და ბიზნესების კვარტალური და წლიური დეკლარაციების მომზადების სფეროში.
• 2014 წლიდან 2019 წლამდე ნიუ-იორკში, მანჰეტენნზე, მედისონ სკვეარ გარდენის ტერიტორიაზე არსებულ კერძო საფინანსო კომპანიაში (Integrated Financial Services) უფროსი თანამშრომელი ოჯახების გადასახადებისა და აუდიტის სფეროში, აშშ-ს ბიზნესების ექსპერტი და ახალი ბიზნესების კონსულტანტი.
• 2016 წლიდან დღემდე ნიუ იორკში კორპორაციის დამფუძნებელი და მენეჯერი მცირე და საშუალო ბიზნესების, ოჯახების ფედერალური და შტატის გადასახადების, შიდა ფინანსების მართვისა და სახელმწიფო აუდიტის წარმომადგენლობის სფეროში.
• 2000-2007 წლები მელქაძის სახელობის სოციალურ-ეკონომიკურ კვლევით ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომელი.
• 2004-2007 წლებში კითხულობდა თბილისის სხვადასხვა კერძო ინსტიტუტებში პროფესორის სტატუსით მაკრო და მიკრო ეკონომიქსის, ეკონომიკის თეორიის ისტორიის სალექციო კურსებს.

ემიგრაციული ცხოვრების დეტალ(ებ)ი: 2007 წლის აპრილიდან ცხოვრობს ნიუ იორკში, ბრუკლინში ოჯახთან ერთად, ჰყავს 2 გოგონა, მარიამი და ხატია. მარიამი ნიუ იორკ სიტის უნივერსიტეტის, ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს სკოლის, ბარუ კოლეჯის კურსდამთავრებუია (CUNY, Baruch College), წარმატებული კარიერა აქვს მიკროსაფინანსო სფეროში ნიუ იორკ სიტიში, ვოლ სტრიტზე არსებულ ერთ-ერთ კერძო საფინანსო ფირმაში. ხატია მოდის ბიზნესს და მარკეტინგს სწავლობს ნიუ იორკ სიტიში (SUNY, Fashion Institute of Technology). ხატია ინტერნეტ მედია სფეროში პროფესიონალურ დონეზე აკეთებს შემეცნებით ვიდეოებს მოდის შესახებ.
დალი ხოხობაშვილი: „აშშ-ში ურთულესია ცხოვრება მაშინ, როცა ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფები, ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. ენის ბარიერმა, თუ ინფორმაციასთან ხელმიუწვდომლობამ, ემიგრანტი შეიძლება წლებით ჩამოიტოვოს უკან, არასწორი ინფორმაცია კიდევ უფრო უარესი და ხელისშემშლელია. ამიტომ, მუდამ მზად ვარ, გავუზიარო ჩემი ის გამოცდილება და ცოდნა ქართველებს, რაც ამერიკულმა პრაქტიკამ მასწავლა. ბევრს უკვირს, თუ რატომ ვუწევ დახმარებას უფასოდ თანამემამულეებს, როცა ამერიკაში კონსულტირება საკმაოდ ძვირადღირებული სერვისია. პასუხი მარტივია _ ქართველები ძალიან მიყვარს“.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია