ევროპარლამენტარმა რაფაელ გლუქსმანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი ილონ მასკი დიდი ბრიტანეთის საქმეებში ერევა.
„ამ ქსელის მეპატრონე, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი სუვერენული სახელმწიფოს [დიდი ბრიტანეთის] არჩეული მთავრობის დამხობით იმუქრება. ეს წმინდა წყლის ჩარევაა. თუ ჩვენ ამას მტკიცედ არ ვუპასუხებთ, ჩვენი დემოკრატიები ამ ქარიშხალს ვერ გაუძლებს“, – დაწერა გლუქსმანმა.
ცნობისთვის, გუშინ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა გამოკითხვა შინაარსით „უნდა გაათავისუფლოს თუ არა ამერიკამ ბრიტანელი ხალხი ტირანული მთავრობისგან?“. გამოკითხვაში ორ მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 58%-მა დასმულ კითხვას დადებითი პასუხი გასცა, ხოლო 42%-მა – უარყოფითი
https://x.com/rglucks1/status/1876302330427003193?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1876302330427003193%7Ctwgr%5Ebd9219ee9bd38c5d8e12bb72a5d7cb8a2a784a35%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fimedinews.ge%2Fge%2Fmsoflio%2F369169%2Fevroparlamentari-rapael-gluqsmani-masks-didi-britanetis-saqmeebshi-charevashi-adanashaulebs