fbpx

ევროკავშირს არ გააჩნია სურვილი იშუამავლოს არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში,რომელიც შეიქმნება სააკაშვილის დაბრუნებით- ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტის წევრი, ვიოლა ფონ კრამონი  მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ქვეყანაში ჩასვლა კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს, ასევე შექმნის არასაჭირო დაძაბულობას.

მისი თქმით, ევროკავშირს სურვილი არ აქვს იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში.

„საქართველოში უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, დაპირისპირება და ძალადობა უკიდურეს საშიშ დონეს აღწევს. ამ ვითარებაში, არცერთმა პოლიტიკოსმა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს გულწრფელად აყენებს ყველაფერზე მაღლა არ უნდა შეუწყოს ხელი უფრო მეტ პოლარიზაციას. საქართველოს და მის ხალხს სიტუაციის ესკალაცია არ წაადგება.

ასეთ პოლიტიკურ გარემოში, ბატონი სააკაშვილის განზრახვა დაბრუნდეს საქართველოში არჩევნების დღეს არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ მე სრულად მესმის ბატონი სააკაშვილის სურვილი იმყოფებოდეს მის სამშობლოში, ამგვარი ნაბიჯი, ამ დროისთვის, კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს, შექმნის არასაჭირო დაძაბულობას და დააზიანებს როგორც არამდგრად პოლიტიკურ პროცესებს ასევე ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს. ამ უკანასკნელმა ბოლო დროს უკვე განიცადა სერიოზული დარტყმა „ქართული ოცნების“ მავნე გადაწყვეტილებების შედეგად.

ევროკავშირს არ გააჩნია არც რესურსი და არც სურვილი იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება ბატონი სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში. მე და ჩემმა კოლეგებმა ყოველივე ეს მკაფიოდ განვუმარტეთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბოლოდროინდელი შეხვედრების დროს. ამ პოზიციას ასევე ფართოდ იზიარებენ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც.

ჩვენ, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები, ვრჩებით ქართველი ხალხის ერთგულნი, რომელიც იმსახურებ პასუხისმგებლობიან პოლიტიკოსებს და მათი ქვეყნის ინტერესების დაცვას“, – ნათქვამია ევროპარლამენტარის განცხადებაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება