fbpx

ევროკავშირის ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო-კახა კალაძე

კახა კალაძე: საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020

წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ დაადასტურა მზაობა, ხელი
შეუწყონ ევროკავშირთან საქართველოს უფრო ღრმა პოლიტიკურ ასოცირებას და
ეკონომიკურ ინტეგრაციას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ
განაცხადა.
თბილისის მერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის
ბრიუსელში ვიზიტი მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე
შეაფასა.
„მინდა, გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს
ბრიუსელში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა. საქართველო-
ევროკავშირის ასოცირების საბჭომ დაადასტურა მზაობა, ხელი შეუწყონ
ევროკავშირთან საქართველოს უფრო ღრმა პოლიტიკურ ასოცირებას და
ეკონომიკურ ინტეგრაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ორივე მხარემ აღიარა
საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი ევროპული არჩევანი და საერთო
მიზანი – გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის
შენება და განვითარება. ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის
საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო და მთლიანობაში, დაცული იყო
ფუნდამენტური თავისუფლებები. ასოცირების საბჭომ მოგვიწოდა ყველა
პოლიტიკურ მოთამაშეს საქართველოში, ერთობლივი მუშაობისა და ღია დიალოგის
შენარჩუნებისკენ, რაც ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს
ასევე, მიაწოდა ინფორმაცია იმ მძიმე დარღვევების შესახებ, რომელიც
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება.
„ჩვენ ასევე, მოვისმინეთ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში
ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის განცხადებები სხდომის
დასრულების შემდეგ, სადაც მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეუთო ჩატარებულ
არჩევნებს განიხილავს, როგორც თავისუფალს და დამოუკიდებელს. ვიზიტი
მნიშვნელოვანი იყო ასევე, იმ თვალსაზრისითაც, რომ საქართველოს პრემიერ-
მინისტრმა კიდევ ერთხელ მიაწოდა ევროკავშირს ინფორმაცია იმ მძიმე

დარღვევების შესახებ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, მათ შორის,
ზაზა გახელაძის დაკავებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება