ორკესტრირებულად ამტკიცებენ „ნაცმოძრაობა“ და პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ ეს ომი „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ დაიწყო. ამიტომაც აუცილებელი მათი წერილობითი თუ ზეპირი მტკიცებულებების სკულპუროზული გამოძიება! – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში, „ხალხის ძალის“ განცხადებას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების შესახებ.
გვენეტაძის თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ ჰააგასა და სტრასბურგში ღირსეულად დაიცვა ქართული სახელმწიფოსა და ჯარისკაცების სიმართლე და ღირსება და ახლა აუცილებელია იმ ძალის დანაშაულობების გამოძიება და კანონის ძალით დასჯა, ვინც ომი დაიწყო.
„ნაცმოძრაობამ #1633 ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელის მოწერით ნაცმოძრაობამ ცალსახად დაადასტურა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო!
საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა სალომე ზურაბიშვილმა ტვ 1-ის ეთერში ასევე ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ომი ნაცმოძრაობამ დაიწყო!
მაშასადამე ამ ორი პოლიტიკური სუბიექტისაგან დოკუმენტურად მტკიცდება, რომ 2008 წლის ომის ინსპირატორი და დამწყები ნაცმოძრაობის ხელისუფლება და პირადად მიშა სააკაშვილი ყოფილა!
ამრიგად მას შემდეგ, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ ჰააგასა და სტრასბურგში ღირსეულად დაიცვა ქართული სახელმწიფოსა და ჯარისკაცების სიმართლე და ღირსება!
ახლა აუცილებელია იმ ძალის დანაშაულობების გამოძიება და კანონის ძალით დასჯა, ვინაც დაიწყო ომი!
რის შედეგადაც საქართველოს სახელმწიფოს დაეღუპა მოქალაქეები და ქვეყანამ დაკარგა მიწები!
ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ!
ამას ორკესტრირებულად ამტკიცებენ ნაცმოძრაობა და პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ ეს ომი ნაცმოძრაობის ხელისუფლებამ დაიწყო!
ამიტომაც აუცილებელი მათი წერილობითი თუ ზეპირი მტკიცებულებების სკულპუროზული გამოძიება!
და ვიმეორებთ ამ საქმის შემოქმედთა კონსტიტუციის ფარგლებში სამართლებრივი დასაჯა!“ – წერს გვენეტაძე Facebook-ზე.