ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აზიარებს ფოტოს, სადაც კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა პარლამენტში ბანერი გაუშალეს.
„აი ესაა კოლექტიური ბოკუჩავების, წითლიძეების, სამადაშვილების, სამნიძეების, დეკანოიძეების…და სხვა ქალად წოდებული ნაძირალების რეალური სახე! რაც დათესეთ, იმას იმკით!”-წერს ედიშერ გვენეტაძე.