fbpx

ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ ხანუქას-ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ ხალხს დღესასწაულს ულოცავს-

ებრაელთა თემს საქართველოში, ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში დაბრუნებულ ჩვენს თანამოძმეებს, მთელ ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ ხანუქას – სიკეთის გამარჯვების, განწმენდისა და განახლების დიდ დღესასწაულს. ქართველთა და ებრაელთა ათასწლოვანი, უნიკალური ურთიერთობა ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის მეგობრობის საუკეთესო მაგალითია. ნიჭიერებითა და შრომისმოყვარეობით გამორჩეულ ებრაელ თემს ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ჩვენი საერთო სამშობლოს აღმშენებლობაში.ვუერთდები თქვენს საზეიმო განწყობას და კეთილდღეობას, მშვიდობასა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს.საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება