fbpx

დღეს პოპკორნი მოვიმარაგოთ – ნენსი პელოსი მაინც აპირებს ტაივანის სტუმრობას-დავით ქართველიშვილი

ექსპერტი დავით ქართველიშვილი წერს-დღეს პოპკორნი მოვიმარაგოთ – ნენსი პელოსი მაინც აპირებს ტაივანის სტუმრობას. მიმდებარე აკვატორია გავსებულია ამერიკელების ავიამზიდებით და ჩინელების სამხედრო-საზღვაო ძალებით. რითი დაემუქრა ვაშინგტონს პეკინი ამ შემთხვევაში – კი ვიცით. უსაშველოდ დაცემულ რეიტინგების გადარჩენას, გასულ ღამეს თეთრმა სახლმა ქაბულში, ტერორისტული ორგანიზაცია “ალ-ქაედას” ლიდერის, აიმან აზ-ალზაჰირის ლიკვიდაციით უპასუხა – რამდენად გამოადგება, ვერ გეტყვით, მაგრამ მსოფლიო ქაოსის გეოგრაფიულ მასშტაბებს ეს ყველაფერი კი გაზრდის. ასევე გაზრდიდა – ბალკანეთის დაგეგმილი კრიზისი, რომლის გადავადება და არა დღის წესრიგიდან მოხსნა, მხოლოდ ერთი თვით შეძლეს სერბებმა. თუ ყოველივე ამის ფონზე – საქართველოში მშვიდობის სადღეგრძელომ თქვენს დღევანდელ ტრაპეზებზე, ვერ შეიძინა ღვთის წყალობის შინაარსი, აბა რა გითხრათ…მაიმუნის ყვავილობის გეშინოდეთ!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება