fbpx

დღეს მთელ მსოფლიოსთან ერთად აღვნიშნავთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს-  ირაკლი ღარიბაშვილი 

დღეს მთელ მსოფლიოსთან ერთად აღვნიშნავთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ჯანდაცვის, განათლების, სოციალური და დასაქმების სფეროებში დაუნის სინდრომის მქონე თანამოქალაქეთა სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის, მათი თვითრეალიზაციის პირობათა შესაქმნელად.

„ჩვენ, ყველა ერთად, ვაშენებთ თანასწორ ადამიანთა საზოგადოებას, სადაც ყველას ერთნაირად აქვს გზა ხსნილი საგანმანათლებლო, შემოქმედებით, სპორტულ, საქმიან თუ საჯარო სფეროებში მონაწილეობისთვის; სადაც ყველას აქვს ქვეყნის სასიკეთოდ შრომისა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა. სადაც მნიშვნელოვანია არა ქრომოსომების რაოდენობა, არამედ ის ზრუნვა, რასაც ერთმანეთის მიმართ ვეწევით.

ჩვენმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ჯანდაცვის, განათლების, სოციალური და დასაქმების სფეროებში დაუნის სინდრომის მქონე თანამოქალაქეთა სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის, მათი თვითრეალიზაციის პირობათა შესაქმნელად. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ისეთი ვითარების შექმნას, სადაც ისინი სულ უფრო აქტიურად ჩაერთვებიან მათ კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში.

პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით გპირდებით, რომ აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. მშვიდობას, დღეგრძელობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ თითოეულ მათგანს და მათ ოჯახებს,”- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია