fbpx

დღეს გაიხსნა სამტრედიის მუნიციპალური მემორიალი ინტელექტუალურ თამაშებში: “რა? სად? როდის?, “ბრეინ-რინგი”, “ჯეპარდი”, მუსიკალური ტურნირი და FIFA22

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის და სამტრედიის ინტელექტ-კლუბის ორგანიზებით და კომპანია LC WAIKIKI- ს თანასპონსორობით, დღეს გაიხსნა სამტრედიის მუნიციპალური მემორიალი ინტელექტუალურ თამაშებში: “რა? სად? როდის?, “ბრეინ-რინგი”, “ჯეპარდი”, მუსიკალური ტურნირი და FIFA22. სამტრედიის მუნიციპალური მემორიალი ინტელექტუალურ თამაშებში ეძღვნება ტრაგიკულად დაღუპული ძმების იოანე და თემურ ვაშაკიძეების ხსოვნას. ტურნირის გახსნას მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, მოადგილეები ვლადიმერ ზაქრაძე, გია მეიშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დავით ბახტაძე- ,,მივესალმები ტურნირის თითოეულ მონაწილეს და ორგანიზატორებს. თემურ და იოანე ვაშაკიძეების ხსოვნის უკვდავსაყოფ ტურნირში, წელს, გასულ წლებთან შედარებით, გაცილებით მეტი მონაწილე გუნდია წარმოდგენილი. საქართველოში ყველაზე ტიტულოვანი და საუკეთესო გუნდები. მინდა თითოეულ მონაწილეს წარმატებები ვუსურვო. ჩვენთვის ახალგაზრდული ღონისძიებების და მათთვის სიანტერესო პროგრამების განხორციელება ერთ-ერთი პრიორიტეტია.” ფინალური თამაშები ხვალ, 3 აპრილს გაიმართება. გამარჯვებული გუნდები გამოვლინდება “სლემის” პრინციპით, რომელშიც შედის: რსრ – I დღის, რსრ – II დღის და “ბრეინ-რინგის” შედეგები. მემორიალზე გამარჯვებული გუნდებისათვის დაწესებულია ფულადი პრიზები და სხვადასხვა სახის საჩუქრები. ტურნირში მინაწილეობას, საქართველოს მასშტაბით, 37-ი გუნდი იღებს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება