fbpx

დღეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჯაროდ აცრას აპირებს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი

დღეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჯაროდ აცრას აპირებს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი.

ევროკავშირის ქვეყნების ნაწილმა ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური კონცერნის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის პროცესი მას შემდეგ შეაჩერა, რაც მილიონობით აცრილი ადამიანიდან რამდენიმე ათეულს თრომბოზი განუვითარდა.

ევროკავშირის ქვეყნები „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებას დაუბრუდნენ მას შემდეგ, რაც 18 მარტს, ევროკავშირის რეგულატორმა, „ევროპის წამლის სააგენტომ“ კვლევების შედეგად განაცხადა, რომ ვაქცინასა და თრომბს შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს და „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება