fbpx

დღეიდან ენგურის ხიდი გაიხსნა



საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, დღეიდან ენგურის ხიდი გაიხსნა.

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ დღეიდან გაიხსნა ე.წ. გადასასვლელი ენგურის ხიდზე, რაც საშუალებას მისცემს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას, თავდაპირველად გარკვეულ კატეგორიებს, გადმოვიდნენ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე“,- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში განაცხადეს, რომ პირველ ეტაპზე, უპირატესობა მიენიჭებათ შეჭირვებულებს, მრავალშვილიან ოჯახებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ხვალიდან კი პენსიონერებს

აღსანიშნავია, რომ საკარანტინე ვადა აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის ნაცვლად 12 დღისა, განისაზღვრა 5 დღით.

„ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსვლელთათვის საკარანტინო ვადა მნიშვნელოვნად შემცირდა. როგორც მოგეხსენებათ, 1-ელ თებერვლამდე ეს ვადა 12 დღით განისაზღვრებოდა. ამიერიდან, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმომსვლელთათვის შექმნილი იქნება პირობები, სადაც ისინი საკარანტინე სივრცეში 5 დღეს დაყოფენ და PCR ტესტირების შემდეგ, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მათ ექნებათ შესაძლებლობა, 5 დღიანი საკარანტინე ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვონ საკარანტინე სივრცე. ამასთან აღსანიშნავია, რომ ენგურის ხიდთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შექმნილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა. განთავსებული არიან ზოგ, რომ მათი ჯანმრთელობის ადი პროფილის მედპერსონალი და სატრანსპორტო საშუალებები, რაც შესაძლებლობას მისცემს გადმოსულ მოქალაქეებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდეს და შესაბამისად, გადაიყვანონ დაწესებულებებში“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ინფორმაციისთვის: აქამდე, გამონაკლისი შემხვევების გარდა, მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა სწრაფი ტესტის მეშვეობით შეეძლოთ, თუმცა ენგურის ხიდის გახსნის შემდეგ, ეს როგორ მოხდება, ეს ჯერჯერობით, უნცობია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება