საახალწლო პროგრამის ფარგლებში, 13:00 საათიდან, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები. მიმდინარეობდა გამოფენა-გაყიდვა. ტერიტორიაზე ასევე განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საზეიმოდ აინთო საახალწლო ნაძვის ხეც. საღამო კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდა. ახალი წლის დღეები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს უკვე მეოთხედ იმართება. ღონისძიებებს მცხეთა-მთიანეთში 28 დეკემბერს –
წეროვანის დევნილთა დასახლება, ხოლო30 დეკემბერს – მცხეთა უმასპინძლებს. “ახალი წლის დღეები” უკვე გაიმართა ყაზბეგსა და თიანეთში.
