fbpx

დუშეთის მერმა მანანა ნარიმანიძემ ორგანიზაცია “ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის“ და სსიპ “სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს” წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ ორგანიზაცია “ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის“ და სსიპ “სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს” წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ✅ შეხვედრის მიზანი პროექტის „გზა შინისაკენ“ ფარგლებში უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი ნაბიჯების განხილვა გახლდათ. პროექტის მენეჯერმა თამარ კურტანიძემ დეინსტიტუციონალიზაციის მიმდინარეობის პროცესზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს. ✅ შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ წიკლაური, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი თამილა ნადირაშვილი. ✅ მანანა ნარიმანიძემ შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და საუბრისას აღნიშნა, რომ ყველასათვის თანასწორ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა და შშმ პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება