fbpx

დმანისში 2 მილიონამდე ლარის ღირებულების 4 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული “განახლებული რეგიონების” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დმანისში 2 მილიონამდე ლარის ღირებულების 4 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეწყობა ახალი რეკრეაცული სივრცეები, შადრევნები, ხორციელდება კულტურის სახლის ფასადისა და „თავისუფლების ხეივანის“, მშენებლობა – რეაბილტაცია. სამუშაოების მიმდინარეობას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი და დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი დღეს ადგილზე პირადად გაეცნენ. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ფარგლებში, ყველა ლოკაციაზე შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემები, ტერიტორია მოპირკეთდება ბაზალტის ფილებით, განხორციელდება დაზიანებული ბორდიულების რეაბილიტაცია, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები, დეკორატიული შემოღობვა, გარე-განათებები და დაირგვება მცენარეები. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი პროექტების მონიტორინგს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული უპრეცენდენტო პროგრამის ფარგლებში, ეტაპობრივად ყველა მუნიციპალიტეტში განახორციელებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება