fbpx

დიღმის მასივში 4000 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

დიღმის მასივის მე-5 და მე-6 კვარტალის მოსახლეობას, 4000-მდე აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას “თბილისი ენერჯი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე გაზმომარაგების დროულად აღსადგენად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობას.

გაზის მიწოდება სრულად დღის ბოლომდე, 20:00 საათამდე აღდგება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება