fbpx

დიტო სამხარაძე:ომის პარტიის მონებს ვერაფერი გამოცვლის!

გულწრფელად მაინტერესებს, რომელმა ევროპულმა სახელმწიფომ დაახარჯა საქართველოს და ქართველ ხალხს 3 მილიარდი დოლარი? რომელმა სახელმწიფომ გადაუხადა 640 ათას საქართველოს მოქალაქეს პირადი ვალი?
90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, ვინ, რომელი ქვეყანა უხდის ყოველთვიურ ჰონორარს ქართველ სპორტსმენებს, კულტურის წარმომადგენლებს, საზოგადო მოღვაწეებს, ქვეყნის დამსახურებულ მოქალაქეებს და ა.შ? ხომ კარგად ვიცით ევროპაში მკურნალობა რამხელა თანხებთან არის დაკავშირებული და რომელმა ქვეყანამ დააფინანსა და შეუნარჩუნა უამრავ ქართველ ბავშვს სიცოცხლე, პირადი სახსრებით?
ეს ხომ მხოლოდ 2-3 %-ია, ბატონი ბიძინას გაკეთებული საქმეებიდან.

ვინ არის ოლიგარქი?
კაცი, რომელმაც პირადად ნაშოვნი ფულით, მის ხალხს აუშენა ყველაზე დიდ ტაძარი (სამება) თუ ნაკაცარი, რომელმაც გაძარცვა ხალხი და შუაღამისას ნოტარიუსებით გადაფორმებული და ახეული ქონებებით აიშენა სასახლე?

ახლა დასკვნების გაკეთება ნორმალურად მოაზროვნე ხალხისთვის მიმინდია! ომის პარტიის მონებს ვერაფერი გამოცვლის! რაც შეეხება ერისკაც ბიძინა ივანიშვილს, მისი ქვეყანა და ხალხი არასოდეს დაუვიწყებს იმ სიკეთეს, რაც გაუკეთებია, აკეთებს და გააკეთებს❗️ წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიტო სამხარაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება