fbpx

დიმიტრი ხუნდაძე ცესკოს თავმჯდომარეზე მომხდარ თავდასხმაზე: აღმაშფოთებელი ფაქტის მხილველნი გავხდით ყველანი, მაგრამ უცხოეთიდან არცერთი შეშფოთებული განცხადება არ მოუსმენია არავის

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის გამოძიებას ითხოვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე და აცხადებს დანაშაულს სჭირდება შესაბამისი გამოძიება. ხუნდაძე მომხდარს აღმაშფოთებელ ფაქტს უწოდებს და ამავდროულად ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელზე ძალადობას არ მოჰყვა არცერთი განცხადება უცხოეთიდან, რომელიც მომხდარს შეაფასებდა და დაგმობდა.

„ძალადობა არის ადამიანის წინაშე ჩადენილი დანაშაული, თუმცა მისი შინაარსი და მასშტაბი უფრო დიდია. ისინი ცდილობენ სახელმწიფოს დემორალიზებას და ახორციელებენ ინსტიტუტებსა და თანამდებობის პირებზე თავდასხმებს.
აღმაშფოთებელი ფაქტის მხილველნი გავხდით ყველანი, მთელი საზოგადოება, მაგრამ უცხოეთიდან არცერთი შეშფოთებული განცხადება არ მოუსმენია არავის.

ვფიქრობ, დანაშაულის ტოლფასია მისი ჩამდენი, წამქეზებელიც და დამდგმელი რეჟისორიც. უმთავრესია ხელისუფლების სწორი ქმედება, სამართლებრივი შეფასება. დანაშაულს სჭირდება შესაბამისი გამოძიება,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება