fbpx

დიმიტრი ხუნდაძე: რუსეთი თუ უკრაინაში ტერორისტული სახელმწიფოა, ეუთოს ბოლო რეზოლუციის მიხედვით, საქართველოში თურმე ოკუპანტი არ არის

„რუსეთი თუ უკრაინაში ტერორისტული სახელმწიფოა, ეუთოს ბოლო რეზოლუციის („ეუთოს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“) მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მას საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, აქ თურმე ოკუპანტი არ არის.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეუთოს მიერ მიღებული ბოლო რეზოლუცია სწორედ რუსეთის ინტერესებს ატარებს.

„როცა ქართულმა მხარემ მოითხოვა, რომ ეუთოს ბოლო რეზოლუციაში რუსეთი ჩაწერილიყო, როგორც ოკუპანტი, ეს არ გაითვალისწინეს. თან რუსეთუმეებს გვიწოდებენ და თან რუსეთის საწინააღმდეგო ჩანაწერებს არ გვაკეთებინებენ. ეს რეზოლუცია, [რაც ეუთომ მიიღო], სწორედ რუსეთის ინტერესებშია. პრაქტიკულად, აფხაზეთი და ოსეთი საქართველოდან გამოყვეს და ქვეყანას გაუთანაბრეს. ამ რეზოლუციაში ნახსენები წინადადება – [„თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველო, აფხაზეთი და ოსეთი“], აბსოლუტურად მიუღებელი და სამმაგად გაუგებარია. და ამ ყველაფერში თურმე რუსეთი პოზიტიურ როლს ასრულებს. თურმე ჩვენ ყველაფრის გამფუჭებლები ვართ, რუსეთი დალაგებას ცდილობს და საშუალებას არ ვაძლევთ. წარმოიდგინეთ, რა დონის ორმაგ სტანდარტსა და უპატივცემულობაზეა საუბარი. ამ ფონზე კი გვეუბნებიან, რომ ჩვენი პარტნიორები არიან. “ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება