fbpx



დიდ დიღომში ახალი სკვერი მოეწყო

დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩა  N73-ის მიმდებარედ  ახალი სკვერი მოეწყო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა.

სკვერში საბავშვო ზონა მოეწყო, სადაც კაუჩუკის საფარი დაიგო და ატრაქციონები დამონტაჟდა. აგრეთვე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, LED განათების სისტემა და ყველა შესაბამისი ინვენტარი განთავსდა.

სკვერის ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდა, დაირგო ხე-მცენარეები და რულონური ბალახი დაიგო.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 137 999 ლარი გამოიყო.  სამუშაოები კი, კომპანიამ „გრინსერვისი+” შეასრულა.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია