fbpx

დიდი ოცეულის ქვეყნები კორონავირუსის ვაქცინის სამართლიან განაწილებაზე შეთანხმდნენ

დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ონლაინ კონფერენციას მართავენ, სადაც ისინი შეთანხმდნენ, რომ კორონავირუსის ვაქცინა და ტესტები მსოფლიოში სამართლიანად უნდა განაწილდეს. Reuters-ის ინფორმაციით, ოცეულის წევრი სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ ღარიბი ქვეყნები პანდემიასთან ბრძოლის დროს მეტ დამხარებას საჭიროებენ.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ მედიკამენტები ყველასთვის ხელმისაწვდომი და თანაბარი უნდა იყოს, რისთვისაც ძალას არ დავიშურებთ“, -განაცხადეს დიდი ოცეულის ლიდერებმა.

Reuters-ის ინფორმაციით, დიდი ოცეულის სამიტი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მისი მონაწილეები პანდემიის გამო შექმნილ მდგომარეობას განიხილავენ. წელს ოცეულის სამიტის თავმჯდომარე ქვეყანა საუდის არაბეთია

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება