fbpx

“დიახ, გადავწყვიტე ეს გამოწვევა მივიღო” – ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ – ს დეპუტატობის კანდიდატია

სამტრედიის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის ოლქში „ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარობის კანდიდატი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება.

ამის შესახებ ინფორმაცია ენმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას გახდა ცნობილი.

ტელეწამყვანმა მაჟორიტარად დასახელების შემდეგ პირველი კომენტარი ტელეკომპანია „მთავართან“ გააკეთა.

„დიახ, გადავწყვიტე ეს გამოწვევა მივიღო. ვიცი, რთული გზა იქნება, მაგრამ მარტივი არასდროს ამირჩევია. მაგრამ იქნება საინტერესო და ჩემი ერთადერთი მიზანია შევქმნა ახალი კამპანია.

მე არ ვარ პოლიტიკოსი და არც მინდა ის გავხდე, მე მინდა, ვიყო ადამიანების იმედი, როგორც აქამდე ვიყავი“ – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი „მთავართან“ საუბარში.

იმის მიუხედავად, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი კენჭს იყრის, ის რჩება „მთავარ არხზე“ და კვლავ გააგრძელებს გადაცემას „სხვა ნანუკა“, რომელიც სოციალურ საკითხებს ეთმობა.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია