fbpx

დეტალებში გვაქვს ინფორმაცია თუ რა პრობლემები აქვს გიორგი გახარიას ნარკოდამოკიდებულების კუთხით-ირაკლი კობახიძე

„ჩვენ დეტალებში გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა პრობლემები აქვს კონკრეტულად გიორგი გახარიას ნარკოდამოკიდებულების კუთხით“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდს გიორგი გახარიასთვის არაფერი დაუბრალებია.

„ეს არის ინფორმაცია, რომელიც გვაქვს მთელს ჩვენ პოლიტიკურ გუნდს, მის ხელმძღვანელობას. ჩვენ დეტალებში გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა პრობლემები აქვს კონკრეტულად გიორგი გახარიას ნარკოდამოკიდებულების კუთხით.

ჩამოყალიბება სჭირდება მას ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით, გააგრძელებს თუ არ გააგრძელებს, ეს არის მისი კონსტიტუციური უფლება და შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება.

არავის დაუბრალებია გიორგი გახარიასთვის ნარკომანობა. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის არაფერს არ ვაბრალებთ. დაბრალება ნიშნავს იმას, რომ რაღაც არ არსებობს ბუნებაში. სინამდვილეში, რაც არსებობს იმას ვამბობთ, ეს ფაქტის კონსტატაციაა და არა დაბრალება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება