fbpx

დედოფლისწყაროში ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დედოფლისწყაროში, ახალი, ყოველწლიური, ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ გაიმართა. მთელი დღის განმავლობაში, ადგილზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ღვინის, მწვადის, ყველის, პურის, ჩურჩხელის, თაფლისა და ტყლაპის დეგუსტაციაში. ფესტივალის ჩატარების ადგილზე, მოეწყო შემოდგომისთვის დამახასიათებელი საგამოფენო კუთხეები და კვების სივრცე მრავალფეროვანი კერძებით.

გაიმართა საბავშვო შემეცნებითი აქტივობები; ფარული დეგუსტაცია – სამოყვარულო ღვინის კონკურსი, მოეწყო ქართული სუფრა ქალაქური სიმღერების აკომპანიმენტით.

ღონისძიება მუსიკალური პროგრამით გააფორმა ზუკა ხუციშვილმა ბენდთან ერთად, დღის ბოლოს გაიმართა დასკვნითი კონცერტი დუეტი “ჯორჯიას” მონაწილეობით.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება