ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს და მათ ოჯახებს დედის დღე მიულოცეს და საჩუქრად ყვავილები გადასცეს

3მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 79 მრავალშვილიან ოჯახს, რომელთაც ჰყავთ ოთხი და მეტი არასრულწლოვანი შვილი (18 წლამდე ბავშვი ან/და 23 წლამდე სტუდენტი ან მოსწავლე) ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიისგან, მოქალაქეთა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ჯამში 49 000 ლარის ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწია: მათ შორის, ოთხშვილიანი ოჯახი – 600 ლარი, ხუთშვილიანი ოჯახი – 700 ლარი, ექვსშვილიანი ოჯახი – 800 ლარი, შვიდი და მეტშვილიანი ოჯახი -1500 ლარი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება