fbpx

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სოფელ მუშევანსა და ქვეშში დასუფთავების აქცია მოეწყო

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სოფელ მუშევანსა და ქვეშში დასუფთავების
აქცია მოეწყო
22 აპრილს 193-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად დედამიწის დღე აღინიშნება. ამ
დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ, „საქართველოს
მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრების“ მხარდაჭერით, დასუფთავების აქცია
მოაწყო.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილე
ბუბა გობეჯიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან
ერთად, სოფელ მუშევანსა და ქვეშში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან
დაბინძურებული ტერიტორიები დაასუფთავა.
აღსანიშნავია, რომ დასუფთავების აქციაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტში
მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების ახალგაზრდული კლუბების წევრმა
მოსწავლეებმაც მიიღეს. დასუფთავების აქცია კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“-
ს ფარგლებში მოეწყო.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია სისტემატურად ატარებს მუნიციპალიტეტის
მთელ ტერიტორიაზე დასუფთავების აქციებს. დღეს, დედამიწის დღესთან
დაკავშირებით, მერიისა და კომუნალური სამსახურების თანამშრომლებთან ერთად
სოფელ მუშევანის ხევი და ქვეშის ციხის ტერიტორია ნარჩენებისგან გავწმინდეთ.
სასიხარულოა, რომ ამჯერად, აქტივობაში, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლის
ახალგაზრდული კლუბის წევრებიც ჩაერთნენ, სწორედ მომავალი თაობებისთვის არის
მნიშვნელოვანი ცნობიერების ამაღლება, რაც გარემოზე ზრუნვას უკავშირდება. სუფთა
საცხოვრებელი გარემო თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობის საკითხია“, –
განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება