fbpx

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების საერთაშორისოცენტრის ინიციატივითა კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების საერთაშორისო
ცენტრის ინიციატივითა კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული
განვითარების ფორუმი გაიმართა.
ფორუმი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
მინისტრის მოადგილე ტარიელ გუგავამ გახსნეს.
მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატება უსურვა სსიპ განათლების
საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა.
დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმში სახელმწიფო და კერძო
კომპანიები და ის კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ, რომლებმაც სახელმწიფოს
მხარდაჭერით, განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს და შეძენილი
ცოდნის რეალიზებას საქართველოში გეგმავენ.
ფორუმზე დამსაქმებლებმა ფორუმზე 100- მდე ვაკანტური მენეჯერული პოზიციები
წარმოადგინეს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან, რომლებიც მიზნობრივად,
კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის მიხედვით შეირჩა.
დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმის მიზანია საქართველოში
მაღალკვალიფიციური, ახალგაზრდა კადრების მოზიდვა და მათი დასაქმების
ხელშეწყობა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება