თამაზ ელიზბარაშვილმა დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვა,- წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ ელიზბარაშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა პროვოკაციული ქმედებებით, რაც მისი ასაკისა და, ზოგადად, ნებისმიერი ადამიანისთვის ნამდვილად შეუფერებელია.
მისივე თქმით, როდესაც ციხეში მოხვედრის რეალური საფრთხე დაინახა, მიხვდა, რომ პროვოკაციები ვეღარ უშველიდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა დანაშაულის აღიარება და საპროცესო შეთანხმების მოთხოვნა.
„თამაზ ელიზბარაშვილმა დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვა.
თამაზ ელიზბარაშვილი არის ყოვლად უღირსი ადამიანი, რომელმაც ადამიანებს ათასი სიბინძურე დააბრალა, პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენა, ახლა კი უკან დაიხია და საკუთარი ბრალეულობა აღიარა. სანამ ადამიანი სხვისკენ თითს გაიშვერს, მანამდე საკუთარ დანაშაულზე უნდა დაფიქრდეს და გაიაზროს, თავად რამდენად მართალია.
ზოგადად, ელიზბარაშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა პროვოკაციული ქმედებებით, რაც მისი ასაკისთვის და ზოგადად ადამიანისთვის ნამდვილად შეუფერებელია. როგორც ჩანს, როდესაც რეალური საფრთხე ციხეში ყოფნის პერსპექტივა დაინახა, მიხვდა, რომ პროვოკაციები ვეღარ უშველიდა და ამიტომ გადაწყვიტა დანაშაულის აღიარება და საპროცესო შეთანხმების მოთხოვნა.
ერთი მხრივ, ეს კარგია, რადგან საზოგადოებამ ნათლად უნდა დაინახოს იმ ბიჭების უდანაშაულობა, რომლებსაც ელიზბარაშვილი ცილს სწამებდა და სხვადასხვა ბრალდებას უყენებდა. კიდევ ერთხელ გაიმარჯვა სიმართლემ და ელიზბარაშვილის მიერ ნასროლი ტალახი ფუჭი აღმოჩნდა.“ – წერს ჩიხელიძე.