fbpx

დავით ჩიხელიძე: ელჩებისადმი სალომე ზურაბიშვილის მიმართვა კანონდარღვევაა, რადგან ცდილობს ელჩების (საჯარო მოხელის) საქმიანობაში ჩარევას, რაც დემოკრატიული საზომით მიუღებელი სითავხედეა

ექსპერტმა დავით ჩიხელიძემ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ელჩებისადმი მიმართვა შეაფასა და აღნიშნა, რომ მას ელჩებისთვის ჭკუის დარიგების უფლება არ აქვს.

მისივე თქმით, ელჩი არის საჯარო მოხელე, რომლის საქმიანობაში ჩარევის უფლება არავის, მათ შორის არც პრეზიდენტს აქვს, რომელიც თავის თავს კონსტიტუციის გარანტს უწოდებს, ფაქტობრივად კი კონსტიტუციის დამრღვევია, ელჩებისადმი მისი მიმართვაც კი კანონდარღვევა არის, რადგან სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ელჩების (საჯარო მოხელის) საქმიანობაში ჩარევას, რაც დემოკრატიული საზომით მიუღებელი სითავხედეა.

„სალომე ზურაბიშვილს ელჩებისთვის ჭკუის დარიგების უფლება არ აქვს! ელჩი არის საჯარო მოხელე, რომლის საქმიანობაში ჩარევის უფლება არავის, მათ შორის არც პრეზიდენტს აქვს, რომელიც თავის თავს კონსტიტუციის გარანტს უწოდებს, ფაქტობრივად კი კონსტიტუციის დამრღვევია, ელჩებისადმი მისი მიმართვაც კი კანონდარღვევა არის, რადგან სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ელჩების (საჯარო მოხელის) საქმიანობაში ჩარევას, რაც დემოკრატიული საზომით მიუღებელი სითავხედეა.
რაც შეეხება უშუალოდ წერილს, წერილში რამდენიმე საყურადღებო საკითხია, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შვეიცარიაში მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრისას მას უთხრეს: „საქართველო მაინც შევა ევროკავშირში?“ „მაინც“ რას ნიშნავსო, იმის მიუხედავად, რომ იღებს რუსულ კანონებს და არამხოლოდ ერთ კანონს“ სხვა, რომელ კანონს გულისხმობთ ქალბატონო სალომე? კანონს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ? ვისაუბროთ ღია ტექსტებით, პირდაპირ თქვით, გარდა გამჭვირვალობის კანონისა, რომელი კანონი არის მიუღებელი ჩვენი ფსევდო პარტნიორებისთვის. თქვენი ეს წამოცდენა მრავლისმეტყველია….
ზურაბიშვილი საკუთარ წერილში ასევე ამბობს: „ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება“ რას ნიშნავს არა ჩვეულებრივი არჩევნები? არ მინდა დავიჯერო, რომ შეგნებულად ახდენთ არჩევნების დისკრედიტაციას. დამოუკიდებელი ინსტიტუტის და არჩევნების დისკრედიტაცია პრეზიდენტის ერთ ერთი მოვალეობაა? თქვენი განცხადება ოპოზიციის მესიჯ ბოქსის გამოძახილია, ნუთუ ასეთი „პრინციპული“ ადამიანი გვარამიას და სააკაშვილის ჯიბეში აღმოჩნდით…
ყურადღებას სალომეს წერილის კიდევ ერთ ფრაზაზე გავაკეთებ, სადაც ის ელჩებს ეუბნება; „თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა” ქალბატონო სალომე თქვენი პოზიცია ელჩებზე ზეწოლად ფასდება, რაც შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. განცხადების გაკეთებამდე, განცხადების ტექსტი შეცდომის პრევენციის მიზნით მაინც წაიკითხეთ, ისტორიაში სალომე “იმიტომ” ზურაბიშვილის სახელით შესვლა არა თქვენი, არამედ ქვეყნის სირცხვილია!
კანონი საჯარო სამსახურის შესახებ.
მუხლი 8
საჯარო მოსამსახურე ვალდებულია თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე განახორციელოს.
მუხლი 12
საჯარო მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, მიუკერძოებელი უნდა იყოს და უნდა ხელმძღვანელობდეს მხოლოდ საჯარო ინტერესებით. მას ეკრძალება პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობა.
მუხლი15
საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის ან ინტერესებისთვის გამოიყენოს“, – წერს დავით ჩიხელიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება