“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი არასამთავრობო სექტორის დაფინანსების გაუმჭვირვალობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ანტისამთავრობო სექტორად ჩამოყალიბებულ ამ მეხუთე კოლონას მოუწევს სათავისოდ კომფორტული, მაგრამ ქვეყნისთვის დესტრუქციული და ძირგამომთხრელი ზონიდან გამოსვლასთან გარდაუვალი შეგუება.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, გამჭვირვალობის კანონის უკან გამოწვევითა და თითქოსდა ტაქტიკური “მარცხით”, საქართველოს სტრატეგიული გამარჯვებისკენ იქნა გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
“ანტისამთავრობო სექტორად ჩამოყალიბებულ ამ მეხუთე კოლონას მოუწევს სათავისოდ კომფორტული, მაგრამ ქვეყნისთვის დესტრუქციული და ძირგამომთხრელი ზონიდან გამოსვლასთან გარდაუვალი შეგუება. ერთი წელიწადი, საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ “გლობალური ომის პარტიის” ადგილობრივ მარიონეტებს “ხალხის ძალისა” და ხელისუფლების მხრიდან, დაგეგმილი ესკალაციისა და სისხლისზღვრის თავიდან აცილების მიზნით გადადგმული ნაბიჯი შეეფასებინა: გამჭვირვალობის კანონის უკან გამოწვევითა და თითქოსდა ტაქტიკური “მარცხით”, საქართველოს სტრატეგიული გამარჯვებისკენ იქნა გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
ეს გამარჯვება გადის ყველა იმ პოლიტიკურ ნაბიჯზე, რომლის გადადგმა პირდაპირ არის დაკავშირებული “ხალხის ძალასთან” და აუცილებლად იქნება ხორცშესხმული: ნაცმოძრაობის პოლიტიკური გასამართლება, სამშობლოს მოღალატეებისათვის მათთვის განკუთვნილი მუხლის დაბრუნება სსკ-ში, ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვა, დეზინფორმაციის და ცილისწანების ძვირადღირებულ კატეგორიაში საკანომდებლო გადაყვანა და დიახ, ამ მავნებლების გამჭვირვალობის შესახებ კანონის რეანიმირება.”- წერს დავით ქართველიშვილი.