fbpx

დავით ქართველიშვილი EBRD-ის მიერ საქართველოს ბაზრის განვითარების დადებით შეფასებაზე: ჩემთვის პირადად EBRD-ის შეფასება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამერიკული FARA-ს პოტენციური ობიექტების, იქაური „მაბჯგალაძისებრიკონგრესმენების ბოდვები

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში EBRD-ის მხრიდან საქართველოს ბაზრის განვითარების შესახებ გაკეთებულ დასკვნას ეხმიანება და აცხადებს, რომ არ ჰგონია მსგავსი მაღალი შეფასება ამ ფინანსურ ინსტიტუტს „რუსული მთავრობისთვის” მიეცეს.

EBRD-ის ხაზინის ხელმძღვანელმა აქსელ ვან ნედერვენმა განაცხადა, რომ ის, რაც საქართველომ გააკეთა, როგორც ღია ეკონომიკის მქონე მცირე ქვეყანამ, აბსოლუტურად უმაღლესი კლასია. დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ ეს შეფასება მისთვის გაცილებით ღირებულია, ვიდრე ზოგიერთი ამერიკელი კონგრესმენის მოსაზრებები.

„არ ვარ ეკონომისტი და ფინანსისტი, მაგრამ არა მგონია EBRD-მა ამ შეფასებით „რუსული მთავრობა” აქო და ადიდა. სწორედ რომ ეროვნულ და სუვერენულ ქვეყანას ხვდა წილად ეს შეფასება.
„საქართველოს ბაზრის განვითარების წარმატების მაგალითი ხაზს უსვამს რამდენიმე საკვანძო გზავნილს სხვა ბაზრებისთვის, რომლებსაც სურთ განავითარონ ადგილობრივი ვალუტის ფინანსური ბაზრები”, – ამის შესახებ EBRD-ის ხაზინის ხელმძღვანელმა აქსელ ვან ნედერვენმა EBRD-ის ხაზინისა და სებ-ის ერთობლივი ანგარიშის შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, EBRD-ის ხაზინამ, ეროვნულ ბანკთან ერთად, კაპიტალის ბაზრის შესახებ დროთა განმავლობაში შეიმუშავეს ხედვა, რომელიც უნიკალურია. ჩემთვის პირადად EBRD-ის შეფასება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამერიკული FARA-ს პოტენციური ობიექტების, იქაური “მაბჯგალაძისებრი” კონგრესმენების ბოდვები,” – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება