fbpx

დავით ქართველიშვილი: 2025-2029 წლებში საშუალოდ საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად ევროპის ქვეყნებს შორის, ამ მიმართულებით მოძრაობს დღეს მოქმედი ხელისუფლება

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკის 8,3 %-ით ზრდის მაჩვენებელს ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, მოკლევადიანის მსგავსად, საქართველოს ეკონომიკის ზრდის გრძელვადიანი პროგნოზითაც ქვეყანას შთამბეჭდავი შედეგები ექნება.

დავით ქართველიშვილი წერს, რომ დღეს მოქმედი ხელისუფლება და მისი სამშვიდობო, სტაბილური და მოქალაქეთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული კურსი სწორედ განვითარებაზეა მომართული.

„კიდევ ერთხელ ვეცდებით განვმარტოთ – ეს არ არის „რუსული ოცნების” მიერ ჩინურ კალკულატორზე არაბული ციფრებით გამოყვანილი მონაცემები, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის „კალკულაციის” შედეგია.

იმავე ინდიკაციის მიხედვით, 2024 წლის 9 თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9.8%-ს გაუტოლდა. ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქტომბრის განახლებული პროგნოზების თანახმად, 2025-2029 წლებში საშუალოდ საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად ევროპის ქვეყნებს შორის.
ამ მიმართულებით მოძრაობს დღეს მოქმედი ხელისუფლება და მისი სამშვიდობო, სტაბილური და მოქალაქეთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული კურსი. დანარჩენები მოძრაობენ „თავისუფლების მოედნიდან” – „ელექტროდეპოს” მიმართულებით”, – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება