fbpx

დავით ქართველიშვილი: ჩვენი გადაწყვეტილება დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღდგენის თაობაზე, რევიზიას არ ექვემდებარება

დავით ქართველიშვილი: ჩვენი გადაწყვეტილება დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღდგენის თაობაზე, რევიზიას არ ექვემდებარება, მით უმეტეს – ამჟამად რაიმე მძიმე და გამოუსწორებელი შეცდომის დაშვების უფლება ჩვენ არა გვაქვს ,,დღეს საქართველოს, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, ჯერ კიდევ მყარად უჭირავს ხელში ის საბაზისო ღირებულებითი ფასეულობები, რომლებიც განასხვავებენ ქართველობას ბიომასისაგან და რაც იმ საერთაშორისო სიმახინჯის, რომელიც დღეს ევროპულ მრავალფეროვნებას, იდენტობას და ტრადიციულობას ებრძვის – საქართველოშიც ძირითად სამიზნეს წარმოადგენს,’’ – წერს ,,ხალხის ძალის’’ წევრი დავით ქართველიშვილი ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილის საპასუხოდ. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს ქართველი ხალხის ძირითადი შეკითხვა ხელისუფლებისადმი არის, თუ როგორ აპირებს ის ევროკავშირში მიმდინარე უმძიმესი კრიზისის ფონზე ქვეყნის საბაზისო ღირებულებების დაცვას. ,,მთლიანად ვიზიარებ ზაზა შათირიშვილის პათოსს და მომიწევს იმის განმეორება, რაზეც არაერთგზის დამიწერია თუ მითქვამს. საქართველოს კონსტიტუციურად ის დასავლური მისწრაფება აქვს განმტკიცებული, რომელმაც თავის დროზე “ტრიგერის” როლი ითამაშა ჩვენს საბჭოთა იმპერიიდან “ვადამდელ” გამოყოფაში. თუ ამით ჩვენ “ისტორიული შეცდომა” დავუშვით – გამოვიდეს ვინმე და აგვიხსნას: რაში და რატომ. თუ კი ჩვენი გადაწყვეტილება დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღდგენის თაობაზე, რევიზიას არ ექვემდებარება, მით უმეტეს – ამჟამად რაიმე მძიმე და გამოუსწორებელი შეცდომის დაშვების უფლება ჩვენ არა გვაქვს. “ამაზონიდან” შეკვეთილი ნივთისა არ იყოს (“რა გამოვიწერე და რა ჩამოვიდა”) – ევროკავშირი დღეს უმძიმეს: იდეოლოგიურ, პოლიტიკურ, ღირებულებით, ეკონომიკურ და “დე-სუვერენიზაციის” კრიზისში იმყოფება, რის შესახებ ღიად აცხადებენ კონსერვატორი-ევროპარლამენტარები და დასავლური სამყაროს ჯერ კიდევ ურყევი ავტორიტეტი – რომის პაპი. გენდერულ რევოლუციურ სიმახინჯეზე დაფუძნებული, ადამიანიდან “უფლის ხატისა და მსგავსების” განდევნის, მისი გან-სულიერების, “ბაბილონის კოშკის” მსგავსი ერთიანი “ევროპული ბიომასის” შექმნის პროცესებში გახვეული ევროკავშირი – დღეს იმავე აგენტოკრატიის მეტასტაზებშია გახვეული, რომლის მინი-მოდელი საქართველოშიც აქვთ აპრობირებული. დღეს საქართველოს, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, ჯერ კიდევ მყარად უჭირავს ხელში ის საბაზისო ღირებულებითი ფასეულობები, რომლებიც განასხვავებენ ქართველობას ბიომასისაგან და რაც იმ საერთაშორისო სიმახინჯის, რომელიც დღეს ევროპულ მრავალფეროვნებას, იდენტობას და ტრადიციულობას ებრძვის – საქართველოშიც ძირითად სამიზნეს წარმოადგენს. დღეს საქართველოს, მის საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებში მაგალითად მოჰყავთ EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუს მინიჭებული უკორუმპირებულესი, საბჭოთა რესპუბლიკის დონეზე ჩარჩენილი, СНГ-ს წევრი მოლდოვა, მხოლოდ იმიტომ – რომ მან წელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური LGBTQ+ პრაიდი ჩაატარა. დღეს საქართველოს, მის საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებში მაგალითად მოჰყავთ EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუს მინიჭებული მეგაუკორუმპირებულესი, ავტოკრატიული, დიქტატორული, ოლიგარქიული, კრიმინალური უკრაინა, მხოლოდ იმიტომ – რომ მასში განვითარებული ომი ოკეანსმიღმა აგენტოკრატებს ხელს უწყობს ევროკავშირის მიდევ უფრო დასუსტებაში და მისი დე-ფაქტო კოლონიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებაში. იმიტომაც მოჰყავთ მაგალითად უკრაინა, რომ მან ქვეყნისა და დემოკრატიის განვითარებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი – “პორნოგრაფიის ლეგალიზაციის კანონი” მიიღო. ამიტომაც არის ქართველი ხალხის ხელისუფლებისადმი ძირითადი შეკითხვა: აგვიხსენით, როგორ აპირებთ ევროკავშირში მიმდინარე ამ უმძიმესი კრიზისის ფონზე – ჩვენი საბაზისო ღირებულებების დაცვას! მოგვაწოდეთ სრული ინფორმაცია: ა) არის თუ არა ეს შესაძლებელი, ქვეყნის მიერ დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების ფარგლებში – და რანაირად? ან ბ) თუ ეს შეუძლებელია – ქვეყნის რომელი “სათადარიგო” მიმართულებით განვითარების და გადარჩენის გზებზე მუშაობს ხელისუფლება! დღეს – ღია კითხვებზე ღია პასუხების მიღების დრო დადგა,’’ – წერს ქართველიშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება