fbpx

დავით ქართველიშვილი: ოლივერ ვარჰეისა და ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი ბრიფინგი – ჩვენი მკვდრადნაშობი “ოპოზიციის” საფლავზე “ვენოკის” ტოლფასი იყო

,,ევროკომისრისათვის “ჩამჭრელი” კითხვების დამსმელ “ოლიგარხატ TV”-ს წარმომადგენლებს ზედმეტი კითხვები რომ არ დარჩენოდათ – “დეოლიგარქიზაციის” თუ “პოლიტპატიმრების” თემებზე ვის ესაუბრებოდნენ კრიმინალ-ოლიგარქ კეზერაშვილის სახელით – და ოდნავ უკეთესი წარმოდგენა რომ ჰქონოდათ. “კეზერTV”-ს ამ ყველა მცდელობას, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეიმ ვირტუოზულად უპასუხა,” – ასე ეხმიანება მოძრაობა ,,ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრის და ევროკომისარის ოლივერ ვარჰეის ერთობლივ ბრიფინგს.

როგორც ქართველიშვილი წერს, ევროკომისარმა განაცხადა, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან – არც ერთი არ არის ბიძინა ივანიშვილთან პერსონიფიცირებული და შეკითხვებს, რომლებსაც უსვამდნენ ჟურნალისტები მისთვის გაუგებარი იყო.

,,დამერწმუნებით, რაოდენი კმაყოფილება გეუფლებათ, როდესაც “ამაზონით” შეკვეთილი ნივთი ჩამოგდით და ის ზომით, ფერით, სტილით და მასში გადახდილი საფასურით – მიღებისთანავე, ყველანაირად გაკმაყოფილებთ. ასეთივე გრძნობა დამეუფლა, როდესაც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გვერდით, ბრიუსელიდან, ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ისეთი ევროკომისარი ვიხილე, როგორიც არის 50 წლის უნგრელი ოლივერ ვარჰეი.

მაინც უნდობლობა რომ გეუფლება, თანაც წინასწარ გაქვს წაკითხული EU საშინაო პოლიტიკის აწ უკვე ყოფილი ევროკომისრის, შვედი სესილია მალმსტრიომის ანგარიში, სადაც EU-ს ყოველწლიურ კორუფციულ ხარჯებში მოყვანილია ფანტასტიკური – 120 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა, და გაეცნობი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის დეკლარაციას და გიხარია, რომ ამ ევროჩინოვნიკს: უნგრეთის პროვინცია Szentendre-ში ეკუთვნის 5035 კვ. მ. მიწის ნაკვეთი, ქალაქ Szeged-ში მშობლების კუთვნილი 160 კვ.მ. სახლი და პირადად მის სახელზე გაფორმებული, ბუდაპეშტში – 57 კვ.მ. ფართის აპარტამენტი და რაღაცნაირად, “შენიანად” აღიქვამ მას. გარდა ამისა, მის სახელზეა გაფორმებული 1992 წლის გამოშვებული BMW და 2018 წლის Lexus RS მარკისა და მოდელის ავტომობილები.

რატომ მოვიყვანე ეს “დეტალები”? ევროკომისრისათვის “ჩამჭრელი” კითხვების დამსმელ “ოლიგარხატ TV”-ს წარმომადგენლებს ზედმეტი კითხვები რომ არ დარჩენოდათ – “დეოლიგარქიზაციის” თუ “პოლიტპატიმრების” თემებზე ვის ესაუბრებოდნენ კრიმინალ-ოლიგარქ კეზერაშვილის სახელით – და ოდნავ უკეთესი წარმოდგენა რომ ჰქონოდათ. “კეზერTV”-ს ამ ყველა მცდელობას, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეიმ ვირტუოზულად უპასუხა: ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან – არც ერთი (!) არ არის პერსონიფიცირებული და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ შეკითხვებს რა კონტექსტში მისვამთ, ჩემთვის გაუგებარი არისო.

სამაგიეროდ, წინა-საინფარქტო მდგომარეობამდე მიიყვანდა ევროკომისარი ჩვენს სექტანტებს იმ თემებზე საუბრით: რა ღირსშესანიშნავი მიღწევები აქვს საქართველოს ანტიკორუფციულ და სასამართლო რეფორმირების ველზე, რა შესაძლებლობები გააჩნია მას ჰიდროენერგეტიკულ, ენერგო და ინტერნეტ სატრანზიტო მიმართულებით, რა პოტენციალი ენიჭება აქ ელექტროენერგეტიკული ტერმინალის მშენებლობას და ა.შ.

მწუხარებასაც კი არ გამოვთქვამ – რამეთუ, მწუხარებაც ცოცხალი ჭირისუფლის კუთვნილებაა. ხოლო ოლივერ ვარჰეისა და ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი ბრიფინგი – ჩვენი მკვდრადნაშობი “ოპოზიციის” საფლავზე, “ვენოკის” ტოლფასი იყო,” – წერს ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება