fbpx

დავით ქართველიშვილი კონგრესის მოსმენებზე: ცოტა ხანში ისე გაუჭირდებათ, რომ „საქართველოს უნივერსიტეტის” მომსახურე „ქლინინგ-კომპანიის” დამლაგებლებსაც წაიყვანენ კონგრესში, თუ, რა თქმა უნდა, აშშ-ს საელჩო მათ ვიზებს ჩაურტყამს

„გასაოცარი ხალხმრავლობის ფონზე ჩატარდა გუშინდელი „მეგობარი აქტის” მოსმენები,“ – წერს სოციალურ ქსელში „პარტია ხალხის“ ძალის წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენას ეხმაურება. მისივე თქმით, შთამბეჭდავი იყო გამომსვლელთა დელეგაცია, თუმცა ერთი მათგანით განსაკუთრებით კმაყოფილია. „აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი – გიული ალასანიას უნივერსიტეტის ბორდის წევრი,“ – აღნიშნავს ქართველიშვილი. „გასაოცარი ხალხმრავლობის ფონზე ჩატარდა გუშინდელი “მეგობარი აქტის” მოსმენები. არანაკლებად შთამბეჭდავი იყო გამომსვლელთა დელეგაცია. მე იქიდან ერთმაც დამაკმაყოფილა: აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი – გიული ალასანიას უნივერსიტეტის ბორდის წევრი. ცოტა ხანში ისე გაუჭირდებათ, რომ „საქართველოს უნივერსიტეტის” მომსახურე “ქლინინგ-კომპანიის” დამლაგებლებსაც წაიყვანენ კონგრესში, თუ, რა თქმა უნდა, აშშ-ს საელჩო მათ ვიზებს ჩაურტყამს,“ – წერს ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება