fbpx

დავით ქართველიშვილი: კეზერაშვილის ხელში, ჟურნალისტი იქნება ეს, ტექნიკური პერსონალი თუ მსახიობი, ყველა ასრულებს მხოლოდ ერთ ფუნქციას – „პოლიტიკურ ქილერობას“, რომლის სამიზნე ბიძინა ივანიშვილია

„კეზერაშვილის ხელში, ჟურნალისტი იქნება ეს, ტექნიკური პერსონალი თუ მსახიობი, ყველა ასრულებს მხოლოდ ერთ ფუნქციას – „პოლიტიკურ ქილერობას“, რომლის სამიზნე ბიძინა ივანიშვილია“, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი იუმორისტ მიშა ანდღულაძის ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ „ფორმულაზე“ გასართობი გადაცემები იმის გამო დაიხურა, რადგან მათ ვერ შეძლეს „სოლოლაკის აღება“.

ქართველიშვილის თქმით, კარგია, რომ კომედიანტებს თავმოყვარეობისა და ნამუსის „მილილიტრები“ ჯერ კიდევ შერჩენიათ და რომ მონებად და ლაქიებად საბოლოოდ ჩამოყალიბებაზე უარს ამბობენ.

„პარტიული კომედიანტების ჯანყი „ფორმულაზე“. საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი. ალბათ, ჟჟჟურნალისტები. კლასიკური ბანდიტური დაჯგუფებიდან კარის მიჯახუნებით გასვლასთან შედარებით, აქ ცოცხლად დარჩენის შანსი მაინც გაქვს. თუ, რა თქმა უნდა, ზურაბ ჟვანიას კალიბრის პერსონას არ წარმოადგენ. კომედიანტებსა და ჯამბაზებს საფრთხე არ ემუქრება – კარგია, რომ მონებად და ლაქიებად საბოლოოდ ჩამოყალიბებაზე უარს ამბობენ.

კარგია, რომ თავმოყვარეობისა და ნამუსის „მილილიტრები“ ჯერ კიდევ შერჩენიათ. კეზერაშვილის ხელში, ჟურნალისტი იქნება ეს, ტექნიკური პერსონალი თუ მსახიობი, ყველა ასრულებს მხოლოდ ერთ ფუნქციას – „პოლიტიკურ ქილერობას“, რომლის სამიზნე ბიძინა ივანიშვილია, მაგრამ წლების განმავლობაში ამ მიზნის განუხორციელებლობა, როგორც ჩანს, უკვე კომედიანტებშიც კი ქმნის შინაგანი ტრაგედიის განცდებს…“ – წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება