fbpx

დავით ქართველიშვილი: დღეს ლიბერალ-ფაშისტები ლუციფერულ სიცრუეზე აგებულ ძალადობრივ კამპანიას აწარმოებენ მათთვის გაუგებარი და მიუღებელი სამშობლოს წინააღმდეგ – მისი ისტორიის, ეკლესიისა და საზოგადოების დასამხობად

„დღეს ლიბერალ-ფაშისტები ლუციფერულ სიცრუეზე აგებულ ძალადობრივ კამპანიას აწარმოებენ მათთვის გაუგებარი და მიუღებელი სამშობლოს წინააღმდეგ – მისი ისტორიის, ეკლესიისა და საზოგადოების დასამხობად. ტოტალურ სიცრუეზე აგებული „ნარრატივით“, დღეს ეს ლიბერალ-ფაშისტები თავისი იდეოლოგიური წინაპრების საუკეთესო ტრადიციებში აწარმოებენ ერის მენტალურ გენოციდს, ქართველების ერთ მართვად და ზომბირებულ ბიომასად გადაქცევის, ქვეყნის დამღუპველ ომში ჩათრევის, მისი ქართველობისაგან და ქრისტიანობისაგან დაცლის მიზნით,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

ქართველიშვილის თქმით, ირაკლი კობახიძის ბრიფინგზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გულწრფელი მოქალაქეების პროტესტის გარდა, გასული კვირის მოვლენებმა ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის მქონე ექსტრემისტული დაჯგუფებები გამოავლინა. მისივე განცხადებით, დაუფარავად ხორციელდება მიზანმიმართული ტერორი ახალგაზრდების ზომბირება და მათ ცნობიერებაზე ზემოქმედების მიზნით, კრიტიკული აზროვნების ბლოკირება.

„საქართველო შეიყვანეს ლიბერალური ფაშიზმის ეპოქაში და მის გამოვლინებას ჩვენ უკვე დაუფარავად ვხვდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში – სკოლებში, ინსტიტუტებში, საცხოვრებელ სახლებში, ეკლესიებში, ქუჩებში. ამ მდგომარეობაში საქართველო შეიყვანა „კუ-კლუქს-კლანის“ და მოძრაობა BLM-ის დამფუძნებელმა ქვეყანამ – ჩვენმა “სტრატეგიულმა პარტნიორმა”.

დღეს ლიბერალ-ფაშისტები ლუციფერულ სიცრუეზე აგებულ ძალადობრივ კამპანიას აწარმოებენ მათთვის გაუგებარი და მიუღებელი სამშობლოს წინააღმდეგ – მისი ისტორიის, ეკლესიის და საზოგადოების დასამხობად. ტოტალურ სიცრუეზე აგებული „ნარრატივით“, დღეს ეს ლიბერალ-ფაშისტები თავისი იდეოლოგიური წინაპრების საუკეთესო ტრადიციებში აწარმოებენ ერის მენტალურ გენოციდს, ქართველების ერთ მართვად და ზომბირებულ ბიომასად გადაქცევის, ქვეყნის დამღუპველ ომში ჩათრევის, მისი ქართველობისაგან და ქრისტიანობისგან დაცლის მიზნით.

მმართველი პარტიის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიმართ პროტესტი გამოხატეს ჩვენი ქვეყნის გულწრფელმა მოქალაქეებმაც. თუმცა, გასული კვირის მოვლენებმა გამოააშკარავეს ლიბერალ ნეო-ფაშისტური, ექსტრემისტული დაჯგუფებები, როგორიც არის ამერიკული ორგანიზაცია „ატლას ნეთვორკის“ მიერ, გიული ალასანიას უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული „ფრანკლინის ანარქისტთა კლუბი“. 

ამ ნორჩი „კუ-კლუქს-კლანელების“ მიერ ქვეყანაში მიმდინარეობს საღი აზრის გამომხატველი, ქართული სულისკვეთების მატარებელი პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების, პედაგოგების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორი. გია ნოდიას, ლევან რამიშვილის და უამრავი სხვა ლიბერალ-ფაშიზმის იდეოლოგების მხრიდან დაუფარავად ხდება ახალგაზრდების ზომბირება, მათში კრიტიკული აზროვნების „რეცეპტორების“ ბლოკირება, მათ ცნობიერებაზე აღვირახსნილი ძალადობა.

ხდება ქართველ ადამიანში იმ ღირსების მოსპობის მცდელობა, რომელმაც მასში წინაპრებით მოტანილი თვითმყოფადობა და იდენტობა უნდა გაანადგუროს, რადგანაც იმ ბოროტების იმპერიას, რომელიც საკუთარ ბავშვებზე სჩადის საშინელ ექსპერიმენტებს, მათში სქესობრივი და ფსიქოლოგიური მეობის გაუკუღმართებული აღრევის მიზნით – ტრადიციებზე და მართლმადიდებლობაზე აღზრდილი ახალგაზრდა, ნომერ პირველ მტერსა და სამიზნეს წარმოადგენს.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ ნორჩ ლიბერალ-ფაშისტების ოჯახებს აღარ შემორჩა ქართველი ბებია/ბაბუა თუ მშობელი, რომელიც აუღელვებლად ადევნებს თვალს, თუ როგორ მიექანება ჯოჯოხეთისკენ მისი საყვარელი პირმშო. განგაშის ზარი ისმის ქვეყანაში! გამოფხიზლდით! ჯერ კიდევ არის დარჩენილი დრო – მერე უამრავი პიროვნული ტრაგედიებით გადაივსება ქვეყანა!“ – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება