fbpx

დავით ქართველიშვილი: „გლობალური” ანატომიური აღმოჩენების ფონზე, დიდ ბრიტანეთში მზარდი პოპულარობით სარგებლობს ულტრამემარჯვენე „რეფორმების პარტია” და მისი ლიდერი – ნაიჯელ ფარაჯი

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი დიდ ბრიტანეთში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლე მიმოხილვას აქვეყნებს. „ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ოთხი ივლისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გამიზნული გამანადგურებელი სიჩქარით რომ უახლოვდება, ამაზე უკვე მოგახსენეთ. მაგრამ, არჩევნების შემდეგ რიში სუნაკის „ოქროს პარაშუტი” არა უდაბნოში, არამედ – კალიფორნიაში აპირებს დამიწებას, სადაც მან უკვე შეიძინა 7,2 მილიონ დოლარად „კომპაქტური” პენტჰაუსი. მას მანდ უკვე ელოდება ადგილობრივი ბრიტანული დიასპორა „ჯოჯოხეთის” მოსაწყობად. საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 2022 წლამდე, რიში სუნაკს ნამდვილად ჰქონდა აშშ-ს „გრინ-ბარათი”, ხოლო ივლისში არჩევნები მან სპეციალურად დანიშნა, რათა უკვე აგვისტოში ჩაეყვანა თავისი შვილები ამერიკულ კოლეჯში. კალიფორნიაში კი რიში სუნაკი გეგმავს „ხელოვნური ინტელექტის დარგში სტარტაპების საინვესტიციო ფონდის” დაარსებას, რის შესახებაც მას უკვე ჰქონდა კონსულტაციები ილონ მასკთან. მანამდე კი, ბრიტანული საარჩევნო კამპანია დავიდა გენერალურ დისკუსიამდე – ბოლო ბოლო ვინ ითვლება ქალად და ვინ კაცად. ლეიბორისტების ლიდერი და პოტენციურად მომავალი პრემიერი კირ სტარმენი, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ „იქონიონ პენისი”. ვისზე იყო გამიზნული ეს სერიოზული საარჩევნო განაცხადი გაუგებარია, ვინაიდან ლეიბორისტების ელექტორატს სულ სხვა, ეკონომიკური ხასიათის პრობლემები აღელვებთ. ამ „გლობალური” ანატომიური აღმოჩენების ფონზე კი, მზარდი პოპულარობით სარგებლობს ულტრამემარჯვენე „რეფორმების პარტია” და მისი ლიდერი – ნაიჯელ ფარაჯი, რომელიც გამოდის საზღვარგარეთ ბრიტანული ფინანსური ტრანშების შეჩერების, „მწვანე” დღის წესრიგის გაუქმებისა და მიგრანტების დეპორტირების საარჩევნო გზავნილებით, რამაც საგრძნობლად გაზარდა მისი რეიტინგი. კონსერვატორთა ნახევარს უკვე სურს მის „რეფორმების პარტიასთან” გაერთიანება. თავად ნაიჯელ ფარაჯს კი აქვს კარგი შანსები – ჯონსონის, სუნაკისა და სხვა „ლუზერების” მიღმა დარჩენილი „ტორის” ფრაქციას ჩაუდგეს სათავეში. ამის შემდეგ კი, ის ჰპირდება ბრიტანეთს: ლეიბორისტებს, მათ ტრანსგენდერულ თეორიებს, „მწვანე” დღის წესრიგსა და კატასტროფულ საიმიგრაციო პოლიტიკას მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენოს.“ – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება