fbpx

დავით ქართველიშვილი ამერიკაში ახალგაზრდების დარბევაზე-ჩვენი პროტესტანტების დამოკიდებულება ქართველი სამართალდამცველების მიმართ – გაუგებარია, ხოლო ამერიკელი თუ ევროპელი “უფლებადამცველი” ჩინოვნიკების მხრიდან ჩვენი კრიტიკა – ცინიკური

“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალგაზრდების დარბევის ამსახველ ვიდეოს.

მისი თქმით, ამ კადრების შემდეგ ჩვენი პროტესტანტების დამოკიდებულება ქართველი სამართალდამცველების მიმართ – გაუგებარია, ხოლო ამერიკელი თუ ევროპელი “უფლებადამცველი” ჩინოვნიკების მხრიდან ჩვენი კრიტიკა – ცინიკური.

“გუშინ დავდე ავთენტური კადრები, როგორ უსწორდება ხელკეტებით ოთხი ფრანგი პოლიციელი ერთ მჯდომარე სათვალებიან გოგონას პარიზში – მომენტალურად დამიბლოკეს ის ვიდეო. დღეს გამოვაქვეყნებ, რას ნიშნავს დარბევა და როგორ არბევენ ახალგაზრდებს ამერიკაში. ამ კადრების შემდეგ ჩვენი პროტესტანტების დამოკიდებულება ქართველი სამართალდამცველების მიმართ – გაუგებარია, ხოლო ამერიკელი თუ ევროპელი “უფლებადამცველი” ჩინოვნიკების მხრიდან ჩვენი კრიტიკა – ცინიკური.”- წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება