fbpx

დავით სონღულაშვილი- დარწმუნებული ვარ, ჩინეთთან თანამშრომლობა შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას, შევძლოთ იმ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, რომელიც ამ ორი ქვეყნის ურთიერთობას გააჩნია

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ჩინეთში, სადაც „ქართული ოცნების“ დელეგაცია შეხვედრებს მართავს, მიმდინარე ვიზიტებს აფასებს და აცხადებს, „მეორე დღეა მიმდინარეობს მაღალი დონის შეხვედრები როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ორგანოში“.

სონღულაშვილი საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკურ თუ სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „მნიშვნელოვანია, შესაძლებლობები მაქსიმალურად იყოს ათვისებული, როგორც სავაჭრო ურთიერთობების ნაწილში, ასევე შუა დერეფნის განვითარებაში“.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება. მოგეხსენებათ, ეს ურთიერთობები ცოტა ხნის წინ გადავიდა ახალ საფეხურზე, რაც არის სტრატეგიული ურთიერთობა. მოგეხსენებათ, რომ ჩინეთი ეკონომიკური მიმართულებით მსოფლიოში არის მეორე ქვეყანა. ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად იყოს ათვისებული ორმხრივ ურთიერთობაში და როგორც სავაჭრო ურთიერთობების ნაწილში, ასევე შუა დერეფნის განვითარებაში, რადგან მოგეხსენებათ, საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა შუა დერეფნის განვითარებასთან მიმართებით. ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს ურთიერთობები უფრო გაღრმავებული იყოს, შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოყენებული. ზუსტად ამას ემსახურება ის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრები, რომელიც ამ ვიზიტის განმავლობაში გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ჩინეთთან ასეთი ტიპის თანამშრომლობა შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას, რომ მაქსიმალურად შევძლოთ იმ დიდი რესურსის, შესაძლებლობების და იმ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, რომელიც ამ ორი ქვეყნის ურთიერთობას გააჩნია“.-განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება